ნაშრომის განხილვის ეტაპები და ვადები
ჟურნალში ნაშრომის გამოსაქვეყნებლად განხილვისა და მიღების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს და ვადებს:
- აბსტრაქტის მიღების დადასტურება
რედაქცია ავტორს აბსტრაქტის მიღების ტექნიკურ დადასტურებას უგზავნის აბსტრაქტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა.
- საბოლოო ნაშრომის ატვირთვის ვადა
აბსტრაქტის მიღების დადასტურების შემდეგ ავტორს საბოლოო სრული ტექსტის მომზადებისა და ატვირთვისთვის ეძლევა არაუმეტეს 4 (ოთხი) კვირისა.
- სტატიის შერჩევისა და რეცენზირების ვადა
ნაშრომის შერჩევა ხორციელდება ორმხრივად დაფარული ანონიმური რეცენზირების პრინციპით. სარედაქციო კოლეგია ჯერ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ დარგობრივ სექციას ან რეცენზენტს გადაეცემა ნაშრომი განსახილველად.
მთლიანი ვადა (მაქსიმუმ): 10 (ათი) კვირა — საბოლოო ტექსტის რეგისტრაციიდან.
– 1) ორმხრივად დაფარული ანონიმური რეცენზირება (ორი დამოუკიდებელი რეცენზენტის მიერ) — არაუმეტეს 6 (ექვსი) კვირისა;
– 2) ავტორისეული ჩასწორება (თუ ნაშრომი მიღებულია პირობითად, რეცენზენტის შენიშვნების გასათვალისწინებლად) — დამატებით არაუმეტეს 2 (ორი) კვირისა;
– 3) მესამე რეცენზენტის ჩართვა და ავტორისეული ჩასწორება (თუ რეცენზენტთა მოსაზრებები არსებითად არ ეთანხმება ერთმანეთს და დამატებით საჭიროა ავტორისეული გადამუშავებაც) — დამატებით არაუმეტეს 4 (ოთხი) კვირისა.
- სტატიის საბოლოო მიღების შესახებ დასტურის გაგზავნა
რეცენზირების (და, საჭიროების შემთხვევაში, მესამე რეცენზენტის ჩართვის ან ავტორისეული გადამუშავების) დასრულებიდან რედაქცია ავტორს საბოლოო გადაწყვეტილებას (მიღება ან უარყოფა) უგზავნის არაუგვიანეს 2 (ორი) კვირისა.