გაფორმებისა და სტრუქტურის წესები

წარდგენამდე ავტორმა უნდა დაადასტუროს შემდეგი პუნქტების შესრულება; წესების დაუცველობის შემთხვევაში ნაშრომი შესაძლოა დაუბრუნდეს ავტორს:

– ავტორს გააჩნია ORCID იდენტიფიკატორი;

– მითითებულია ავტორის (თანაავტორების) სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და აფილაცია;

– მითითებულია საკონტაქტო ავტორის ელფოსტა და ტელეფონი;

– ნაშრომი აქამდე არსად გამოქვეყნებულა და არ იმყოფება სხვა გამოცემის განხილვის პროცესში;

– ნაშრომი მომზადებულია ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე;

– ფაილი წარმოდგენილია doc/docx ფორმატში;

– ნაშრომის მოცულობა შეადგენს 5 გვერდს ან მეტს (არაუმეტეს 15 გვერდისა);

– აბსტრაქტი მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე (100–150 სიტყვა) და არ შეიცავს ციტატებს, ცხრილებს ან ილუსტრაციებს;

– მითითებულია არაუმეტეს 5-7 საკვანძო სიტყვისა;

– დაცულია ქვემოთ მოცემული გაფორმებისა და ციტირების წესები;

– ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში (მაგ. ენობრივი რედაქტირებისთვის), ეს ფაქტი და მოცულობა მითითებულია ნაშრომის მეთოდოლოგიის ნაწილში;

– ადამიანებზე ან ცხოველებზე ჩატარებული კვლევის შემთხვევაში წარმოდგენილია შესაბამისი ეთიკის კომიტეტის (IRB) დამტკიცება ან დადასტურებულია კვლევის შესაბამისობა საერთაშორისო ეთიკურ სტანდარტებთან (მაგ. ჰელსინკის დეკლარაცია).

 

ნაშრომის გაფორმების ტექნიკური პარამეტრები

– ფორმატი: A4

– ველები: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ.

– სტრიქონებს შორის მანძილი – 1.5

– ტექსტის გასწორება: გვერდის სიგანეზე (Justify)

– ქართული ტექსტისთვის — შრიფტი Sylfaen, ზომა 11;

– ინგლისური ტექსტისთვის — შრიფტი Sylfaen, ზომა 11;

– ფურცელი არ ინომრება.

 

ნახაზების, სქემების, ცხრილების ზომები

– ფორმატი: 90X120მმ-დან 130X120მმ-მდე

– გარჩევადობა: 96-150 dpi

– ნუმერაცია: არაბული ციფრებით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტექსტში მხოლოდ ერთი ილუსტრაციაა)

– სათაური/კომენტარი: მასალის სათაურის ქვემოთ

 

სათაურები და სტრუქტურა

– სტატიის სათაური: Bold, ცენტრში, 12pt

– ავტორის სახელი, გვარი, აფილაცია: სათაურის ქვემოთ, ცენტრში

– აბსტრაქტი: 100-150 სიტყვა, ორივე ენაზე (ქართული/ინგლისური)

– საკვანძო სიტყვები: 5-7 ერთეული

– ბიბლიოგრაფიის გაფორმების სტილი: APA 7th Edition

 

ნაშრომის სტრუქტურა

– ავტორის/თანაავტორის მონაცემები — სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, სამუშაო/სასწავლო ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია;

– სტატიის სათაური — ცენტრირებული, არაუმეტეს 10-12 სიტყვისა;

– აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენებზე (100–150 სიტყვა), დახრილი შრიფტით;

– საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 5-7 სიტყვისა);

– შესავალი (პრობლემის იდენტიფიკაცია; კვლევის აქტუალობა; კვლევის მიზანი; საკვლევი კითხვები; კვლევის შეზღუდვები);

– კვლევის მეთოდოლოგია;

– კვლევის შედეგები და ანალიზი;

– დასკვნები და რეკომენდაციები;

– გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა/ბიბლიოგრაფია.

 

ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის წესი

ბიბლიოგრაფია ფორმდება APA 7th Edition-ის მიხედვით.

წყარო: American Psychological Association. (n.d.). APA Style. https://apastyle.apa.org/

 

წარდგენის ტექნიკური მოთხოვნა

სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს კრებულის სარედაქციო ელფოსტაზე, რომელიც მითითებულია ჟურნალის საკონტაქტო გვერდზე.