დასაშვებია ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გამოყენება ნაშრომზე მუშაობის დამხმარე ეტაპებზე (მაგ. ენობრივი რედაქტირება, გრამატიკული შემოწმება, ტექსტის სტილისტური გაუმჯობესება), თუმცა ავტორი ვალდებულია ეს გარემოება მიუთითოს ნაშრომის მეთოდოლოგიის ნაწილში. დაუშვებელია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ნაშრომის შინაარსობრივი ნაწილის, კვლევის შედეგების, მონაცემთა ანალიზის ან დასკვნების გენერირებისთვის ისე, რომ ამან ჩაანაცვლოს ავტორის დამოუკიდებელი სამეცნიერო წვლილი. ხელოვნური ინტელექტი არ განიხილება ნაშრომის თანაავტორად და მისი გამოყენება არ ათავისუფლებს ავტორს ნაშრომის შინაარსზე სრული პასუხისმგებლობისგან. ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დაფარვის ან არასწორად დეკლარირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ეს განიხილება აკადემიური ეთიკის დარღვევად და მასზე ვრცელდება ქვემოთ მოცემული რეაგირების წესი.

 

თუ ეთიკის დარღვევის (პლაგიატის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დაფარვის, მონაცემთა გაყალბების ან სხვა) სავარაუდო ჩამდენი პირი წარმოადგენს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აკადემიურ, მოწვეულ ან ადმინისტრაციულ პერსონალს, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სარედაქციო კოლეგია ვალდებულია საკითხის შესახებ აცნობოს თჰუ-ს კვლევის ეთიკის კომისიას შემდგომი განხილვისა და დისციპლინური რეაგირებისთვის, უნივერსიტეტის კვლევის ეთიკის კოდექსის შესაბამისად. ჟურნალის მიერ მიღებული რეაგირება (შესწორება, გამოხმობა, მომავალი ნაშრომების არგანხილვა) დამოუკიდებელია და არ ცვლის ან ჩაანაცვლებს უნივერსიტეტის დისციპლინური წარმოების შედეგებს.