სმარტქალაქები და ციფრული ტრანსფორმაცია: IoT-ის ინტეგრაციის მოდელი საქართველოში
##plugins.themes.bootstrap3.article.main##
Аннотация
ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე ურბანული განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პროცესად იქცა, რომელიც განსაზღვრავს ქალაქების მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის მომავალს. Internet of Things (IoT), როგორც ტექნოლოგიური ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ და ციფრულ გარემოს, მნიშვნელოვანი საფუძველია სმარტქალაქების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. IoT-ის წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციის კომპონენტს, არამედ საზოგადოების, ეკონომიკისა და მმართველობის სისტემური გარდაქმნის განმაპირობებელ ფაქტორს. სტატიაში გაანალიზებული არის სმარტქალაქების ციფრული ტრანსფორმაციის არსი და IoT-ის ინტეგრაციის მოდელი საქართველოს კონტექსტში, წარმოდგენილია განხორ-ციელების ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უკავშირდება მონაცემთა მმართველობას, სენსორულ ინფრასტრუქტურას, ენერგოეფექტურობასა და ურბანული სერვისების ინტეგრაციას. კვლევა ეფუძნება თანამედროვე და გლობალურ მიდგომებს და საქართველოს ციფრული განვითარების სტრატეგიულ ჩარჩოს, აგრეთვე დასახულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც აუცილებელია სმარტქალაქების მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად.