სფერო
2026 წლამდე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებულის შინაარსობრივი სფერო მოიცავდა სოციალურ-ეკონომიკურ, ფინანსურ, საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმის, სამართლის, ჯანდაცვისა და ეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს.
2026 წლიდან ჟურნალის სამეცნიერო პროფილი განისაზღვრა უნივერსიტეტის მიერ ოფიციალურად დამტკიცებული ხუთი კვლევითი მიმართულების (დარგობრივი სექციის) საფუძველზე: სტომატოლოგია, ფსიქოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი და ქართული ენის სწავლება (ენათმეცნიერება და პედაგოგიკა).
აღნიშნული მიმართულებების ფარგლებში ჟურნალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე მეცნიერების აქტუალურ გამოწვევებს, კერძოდ:
- ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შესაბამის დარგებში;
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური კეთილდღეობის საკითხებს;
- მდგრად და პასუხისმგებლიან განვითარებას;
- ციფრულ ეთიკასა და მისი რეგულირების საკითხებს;
- ინტერდისციპლინურ და კროს-სექტორულ კვლევებს, რომლებიც სცდება ცალკეული დარგის ჩარჩოებს.
თითოეული დარგობრივი სექციისთვის დადგენილი დეტალური კვლევითი პრიორიტეტები პერიოდულად განახლებადია უნივერსიტეტის მიერ.