ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის აღმოსაჩენად განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. ნაშრომის დასაშვები მსგავსების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 17%-ს, იმ პირობით, რომ ერთი წყაროდან მომდინარე დამთხვევა არ აღემატება 5%-ს; ციტატები, ბიბლიოგრაფიული ჩამონათვალი და საერთო ტერმინოლოგია მსგავსების ინდექსში არ ითვლება არსებით დარღვევად, თუ სათანადოდ არის მოხსენიებული/ციტირებული. დამთხვევის დადასტურების შემთხვევაში ავტორს ეცნობება აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება წერილობითი განმარტებისა და შესწორებული ვერსიის წარმოდგენა არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. განმარტების ან შესწორების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ნაშრომი აღარ განიხილება გამოსაქვეყნებლად.