მისია
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის შრომათა კრებული წარმოადგენს უნივერსიტეტის რეცენზირებად, პერიოდულ გამოცემას, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს სამეცნიერო ცოდნაზე
დაფუძნებულ სწავლებას, ინოვაციური კვლევისა და სწავლების სინთეზს, ინტერდისციპლინურ დიალოგსა და საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობას.
ჟურნალი აძლევს შესაძლებლობას აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმოადგინონ საკუთარი სამეცნიერო კვლევები ფართო აკადემიური აუდიტორიის წინაშე — როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე — და ხელი შეუწყონ ცოდნის ღია და თანასწორ გავრცელებას, აკადემიური კეთილსინდისიერების, ინოვაციურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით.