ჟურნალის ინდივიდუალური გამოცემა შეიძლება იყოს როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული თემატიკის (ცალკეული უფლებები, ცალკეული კონსტიტუციური საკითხები), აგრეთვე დასაშვებია ჟურნალის სპეციალური გამოშვებების მომზადება სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჟურნალის ყოველი გამოცემის სავალდებულო ეგზემპლარი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, აღრიცხვისა და შენახვის მიზნით.

ჟურნალის ელექტრონული ვერსიის განთავსება ხორციელდება ჟურნალის ღია წვდომის პოლიტიკის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს გამოქვეყნებული ნაშრომების საჯარო ხელმისაწვდომობას. მომხმარებლებს უფლება აქვთ გაეცნონ, ჩამოტვირთონ, გადაიღონ ასლი, გაავრცელონ, დაბეჭდონ, მოიძიონ, ან ნაშრომების ტექსტზე მითითება გააკეთონ, ან სხვა კანონიერი მიზნით გამოიყენონ ჟურნალი და მასში განთავსებული ნაშრომები გამომცემლის ან ავტორების წინასწარი თანხმობის გარეშე.

ჟურნალის თითოეულ გამოქვეყნებულ ნომერს ენიჭება მუდმივი ციფრული იდენტიფიკატორი (DOI).