ჟურნალის კონცეფცია
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის შრომათა კრებული წარმოადგენს უნივერსიტეტის რეცენზირებად, ყოველწლიურ პერიოდულ გამოცემას, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობას.
კრებული წარმოადგენს უნივერსიტეტის მისიის განუყოფელ ნაწილს: ხელი შეუწყოს სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებულ სწავლებას, ინოვაციური კვლევისა და სწავლების სინთეზს და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ჟურნალი გამოდის პერიოდულობით - წელიწადში სულ მცირე ერთხელ - და აქვეყნებს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებს.
გამოცემის მთავარი მიზანია მისცეს შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმოაჩინონ საკუთარი სამეცნიერო კვლევები ფართო აკადემიური აუდიტორიის წინაშე - როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
კრებული აქვეყნებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მკვლევართა ნაშრომებს, რაც უწყობს ხელს კვლევების ინტერნაციონალიზაციას და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას.
ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია არ უნდა იყოს ადრე სხვაგან გამოქვეყნებული ან სხვა გამოცემისთვის განხილვის პროცესში. სტატიის გამოქვეყნება უფასოა.