სარჩელის დასაშვებობის საფუძვლები და სასამართლო პრაქტიკა ადმინისტრაციული სამართლის პროცესში

Main Article Content

გიორგი სვიანაძე
ნინო ბერელაშვილი

ანოტაცია

ადმინისტრაციულ სამართალში სარჩელის დასაშვე-ბობის ინსტიტუტი ერთ-ერთ საკვანძო მექანიზმად გვევლინება, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ საქმის სასამართლოში განხილვის შესაძლებლობას, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე.


კვლევის მიზანია, სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმების მნიშვნელობის, მათი გამოყენების თავისებურებებისა და არსებული სასამართლო პრაქტიკის შეფასება. ნაშრომში გამოყენებულია, როგორც ნორმატიული, ისე სასამართლო პრაქტიკა, რაც შესაძლებლობას იძლება საკითხი განხიხლულ იქნეს კომპლექსურად.


ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ სარჩელის დასაშვებობა არ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ პროცედურულ ეტაპს, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომო-ბაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინსტიტუტი ემსახურება პროცესუალური ეკონომიის უზრუნველყოფას. ამასთან, პრაქტიკაში ხშირად იკვეთება არაერთგვაროვანი მიდგომები, რაც განპირობებულია როგორც ნორმების შეფასებითი ხასიათით, ისე ადმინისტრაციული სამართლის განვითარების შედარებით მოკლე ისტორიით საქართველოში.


ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართლებრივი ნორმების ინტერპრეტაციის პრობლემატიკას, რაც თავის მხრივ იწვევს სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმების განსხვავებულ გამოყენებას და ამცირებს სამართლებრივი პროგნოზირებადობის ხარისხს. აღნიშნული ტენდენცია, განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ შემთხვევებში, როდესაც უზენაესი სასამართლო საქმეებს ხელახანი განხილვის მიზნით უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.


დასკვნის სახით, იკვეთება, რომ სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირე-ბისთვის აუცილებელია ნორმების მეტი სიცხადე, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება და პროცესუალური ბარიერების გონივრული დაბალანსება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც სასამართლო რესურსების დაზოგვა, ისე მართლმსაჯულებაზე ეფექტიანი ხელმისაწვდომობა.

გამოქვეყნებული: окт. 21, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სამართალმცოდნეობა