ჰემოდინამიკური დარღვევები და მისი გართულებები
Main Article Content
ანოტაცია
ცნობილია, რომ ორგანიზმის ყველა ქსოვილი და ორგანო კრიტიკულად არის დამოკიდებული ორგანიზმის თხევადი გარემოს პარამეტრებზე და სისხლით ადექვატურ მომარაგებაზე. ამ ორი ფაქტორის ან თუნდაც რომელიმეს გადახრა ნორმიდან იწვევს სხვადასხვა სახის კლინიკურ გართულებებს და თხიერი მასის ბალანსის დარღვევას (შეშუპება, დეჰიდრატაცია). ჰემოდინამიკური დარღვევები - ჰემორაგიები, თრომბოზები, ემბოლიები, ინფარქტები და შოკები, არა მხოლოდ ფართოდ გავრცელებული, არამედ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობებია, რაც არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.
სტატიაში განხილული ჰემოდინამიკური სახის დარღვევები, შედარებით მარტივი ფორმულირებით, ვფიქრობთ გარკვეულ დახმარებას გაუწევს დაწყებითი კურსების მედიკოს სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს აღნიშნული საკითხების გააზრებასა და დასწავლაში.