ფრონტალური კბილების ფერის შერჩევის მნიშვნელობა და თავისებურება პრაქტიკულ სტომატოლოგიაში
Main Article Content
ანოტაცია
თუ ისტორიას გადავხედავთ ვნახავთ, რომ წინა საუკუნეებიდან მოყოლებული კბილის ზედაპირზე არსებული დეფექტები, კბილის ტკივილი და კბილების დაკარგვა ყოველთვის წარმოადგენდა ადანმიანებისთვის პრობლემას. დღესდღეისობით მთელს მსოფლიოში სამედიცინო და არა მარტო სამედიცინო დარგის მეცნიერები თავდაუზოგავად მუშაობენ რათა დააკმაყოფილონ თანამედროვე ადამიანის მიერ წამოყენებული გაზრდილი ესთეტიკური მოთხოვნები. კბილთა ფერის და ფორმის პრობლემები წამყვანია ყველა იმ პრობლემებს შორის რომელიც ვითარდება კბილთა და მათი რკალთა დეფექტების დროს. ამასთან, მნიშვნელოვანია პაციენტსა და ექიმს შორის კბილების ესთეტიკური თავისებურებების, სოციალურ-ეთნიკური მახასიათებლების და თანამედროვე ტენდეციების სიღრმისეული გააზრება. პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კლინიკურ გარემოში სპექტროფოტომეტრების და კოლორიმეტრების გამოყენება, ფერის ზუსტი იდენტიფიკაციისთვის გარკვეულწილად აფერხებს ექიმის კლინიკურ აზროვნებას და იწვევს პაციენტის დაბნეულობას. პაციენტების უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია სოციალური მიმზიდველობა ანუ, როგორ აღიქმება ღიმილი და რესტავრაცია სხვების მხრიდან.
ფერთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნების პრაქტიკაში უფრო ზუსტი რეალიზაციისთვის და პაციენტის რეალურ სურვილსა და პრაქტიკულ შედეგს შორის კორელაციის სრულყოფის მიზნით, ჩვენთვის საინტერესო იყო ჰუმანიტარული უნივერსტეტის ბაზაზე შიდა საგრანტო კვლევის განხორციელება. კვლევის “ფრონტალური კბილების პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციების თანამედროვე მიდგომები და თავისებურებები“ შედეგებთან გაცნობით გამოიკვეთა საინტერესო ტენდეციები. კერძოდ, 15-24 ასაკის ახალგაზრდა პაციენტები ნაკლებად მიმართავენ ესთეტიკური დისკომფორტის და განსაკუთრებით ფერის ცვლილების თვალსაზრისით ექიმ სტომატოლოგებს. მიმართვისას ისინი ძირითადად იკეთებენ პირდაპირი სახის რესტავრაციებს. 60+ ასაკის პაციენტები აგრეთვე ნაკლებად მიმართავენ, რადგანაც მათ ძველი კონსტრუქციები აქვთ ძირითადად. მიმართვისას მათი აბსოლიტური უმრავლესობა კბილის ფერის მკვეთრ ცვლილებას ითხოვს. აღნიშნული უფრო მეტად შეესაბამება ევრო-ატლანტიკური და აღმოსავლეთ აზიის გემოვნების მახასიათებლებს და განსხვავდება სამხრეთ აზიური გემოვნების მახასიათებლებისგან (მაღალი სიზუსტით ვერ ვამბობთ). რაც შეეხება შუა ასაკის პაციენტები უფრო მეტად ითხოვენ არაპირდაპირ რესტავრაციებს და ფერისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებებს.
პაციენტსა და ექიმს შორის შეთანხმება კბილების ესთეტიკური თავისებურებების, განსაკუთრებით ფერის შესახებ, მეტად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს რესტავრაციით გამოწვეული კმაყოფილების ინდექსის მაღალი მაჩვენებლის მიღების საკითხში. მსოფლიო მოდის ტენდეციებმა და ყველა ასაკის პაციენტის კონტაქტის გაზრდამ ტექნოლოგიებთან (თეთრი უფერო ღიმილი) მნიშვნელოვნად შეცვალა ფერის ესთეტიკური მაჩვენებლების მიმართ დამოკიდებულება, რაც მკვეთრად აისახა პაციენტების მიერ უფრო ღია ფერის რესტავრაციების მოთხოვნასთან.
პაციენტების გავრცელებული ფრაზა არ მინდა თეთრი კბილები, არ ნიშნავს, რომ მათ არ სურთ თეთრი კბილები. ძირთადად დეტალური საუბრის შედეგად პაციენტები ირჩევენ A1, B1, OM1, 1M1, 2M1 ფერებს. ისმის კითხვა რატომ არ ეჩვენებათ პაციენტებს ეს ფერები მკვეთრად ღიად და არაბუნებრივად. ამ პაციენტთა შემთხვევები გამოხატევენ ზუსტად ფერის არჩევისას სურვილებსა და პრაქტიკულ რეალობას შორის სხვაობის გაცნობიერების აუცილებლობაზე. პაციენტის სიფრთხილე, ყოველთვის არ არის რენტაბელური. ამრიგად, პრქტიკაში იკვეთება პაციენტების ორი ჯგუფი ერთი რომელთა სურვილია ღია ფერის კბილები, მაგრამ არ სურთ ძალიან ღია ფერის ბლიჩ კბილები და მეორე რომელთაც რეალურად სურთ ძალიან ღია ფერის კბილები.