მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ზედაპირული ლიმფური კვანძების როლი ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკაში

Main Article Content

მაია კერესელიძე
ნინო მილაშვილი
შოთა ნებიერიძე
ნუნუ ომარაშვილი
ანა ჭულუხაძე

ანოტაცია

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ზედაპირული ლიმფური კვანძები მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მარკერებია ინფექციური დაავადებების ადრეული აღმოჩენისა და მონიტორინგისთვის. ლიმფური სისტემა ფუნქციურად დაკავშირებულია როგორც თანდაყოლილ, ისე შეძენილ იმუნიტეტთან და წარმოადგენს პირველ ბარიერს პათოგენის შეღწევისას. ზედაპირული ლიმფური კვანძების ყბისქვეშა, ცურზედა და სხვ. პალპაცია, ვიზუალური შეფასება და მათი მდგომარეობის მონიტორინგი ხშირად იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ინფექციის ლოკალიზაციის, გენერალიზაციისა და ინტენსივობის შესახებ.


ინფექციური აგენტების, მათ შორის ბაქტერიების, ვირუსებისა და პარაზიტების მიერ გამოწვეული დაავადებების შემთხვევაში, ლიმფური კვანძები ადრეულ ეტაპზე განიცდის რეაქციებს, როგორიცაა ჰიპერპლაზია, ანთება, შეშუპება და ტკივილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება კვანძების შეფასება ტუბერკულოზისა და ლისტერიოზის დიაგნოსტიკაში, სადაც ლოკალური ლიმფადენიტი ერთ-ერთი პირველი კლინიკური ნიშანია. გარდა ამისა, ზედაპირული კვანძები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეპიზოოტიური სურათის შეფასებაში, რადგან მათი ცვლილებები შეიძლება მიუთითებდეს ინფექციის გავრცელებაზე მთელ ფერმაში.


ლიმფური კვანძების კლინიკური შეფასება მიზანშეწონილია კომბინაციაში დამატებით მეთოდებთან, როგორიცაა სეროლოგიური ტესტები, ბაქტერიოლოგიური და მოლეკულური კვლევები.

საკვანძო სიტყვები:
ლიმფადენიტი, ინფექციური დაავადებები, ზედაპირული ლიმფური კვანძები
გამოქვეყნებული: ოქტ 21, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
მედიცინა